ამ პროექტში სტილისთვის გამოვიყენებთ SASS extension-ს.
- ფონტის ზომებისთვის ყოველთვის გამოიყენეთ
rem
ერთეული - განმეორებადი მნიშვნელობები დაამატეთ CSS ცვლადებში, ლოგიკური სახელით
- გამოიყენეთ უკვე დამატებული CSS ცვლადები
- ფერებისთვის ვიყენებთ
hsl
ფორმატს, ყველგან - ძალიან მარტივია CSS-ის კოდის არევა და ქაოსურად წერა, ეს თავიდან უნდა ავიცილოთ. ზოგადად, უნდა დავწეროთ სტანდარტული, სუფთა CSS-ის კოდი
- ცვლადის სახელები უნდა იყოს ლოგიკური
- Commit-ის მესიჯები უნდა იყოს ლოგიკური, მოკლე მაგრამ კონკრეტული. მაგ:
Add product variant cars
და არაchange some stuff
ტერმინი | მნიშვნელობა | მიზანი |
---|---|---|
upstream/dev |
dev ბრენჩი ორიგინალ რეპოზიტორში (საიდანაც fork გააკეთეთ) |
ორიგინალი repository-დან (upstream ) ბოლო ცვლილებების წამოსაღებად, სანამ ახალ ფუნქციაზე მუშაობას დაიწყებთ |
origin/feature-branch |
feature branch forked repository-ში | თქვენი fork-ის (origin ) შენახვისთვის და upstream/dev -ში Pull Request-ის გასაგზავნად |
Fork არის GitHub repository-ის პირადი ასლი, რომელიც თქვენს ანგარიშში დაემატება. მომხმარებელს შეუძლია ცვლილებების გაკეთება ისე, რომ ეს არ იმოქმედებს მთავარ, ორიგინალ repository-ზე.
- მთავარი repository-ის გვერდზე დააჭირეთ "Fork" ღილაკს.
- გადმოწერეთ forked repository თქვენს კომპიუტერში:
git clone <forked_repo_url>
Fork-ის გაკეთების შემდეგ საჭიროა მთავარ, ორიგინალ repository-სთან დაკავშირება, სიახლეები რომ გადმოვწეროთ ხოლმე.
git remote add upstream <original_repo_url>
აღწერა:
git remote add
ამატებს ახალ remote-ს (remote მიუთითებს repository-ზე, რომელიც განთავსებულია ონლაინ, GitHub-ზე, და არა ჩვენს კომპიუტერში. იმისთვის გვჭირდება, რომ ცვლილებები ავტვირთოთ ან გადმოვწეროთ ხოლმე მითითებული URL-ით)upstream
არის remote-ის დასახელება (რასაც გინდათ დაარქმევთ).<original_repo_url>
არის მთავარი repository-ის ბმული.
მაგალითად:
git remote add upstream https://github.com/original_owner/repo_name.git
არსებული remote-ების შემოწმება:
git remote -v
origin https://github.com/student_username/repo_name.git (fetch)
origin https://github.com/student_username/repo_name.git (push)
upstream https://github.com/original_owner/repo_name.git (fetch)
upstream https://github.com/original_owner/repo_name.git (push)
- origin → სტუდენტის fork-ით შექმნილი repo
- upstream → ორიგინალი repository
პირველ რიგში, სანამ ახალ ფუნქციაზე მუშაობას დაიწყებთ, უნდა გადმოწეროთ უახლესი ცვლილებები upstream/dev-დან:
git checkout dev
git fetch upstream
git merge upstream/dev # ან გამოიყენეთ git rebase upstream/dev უფრო სუფთა commit-ისტორიისთვის
Branch არის repository-ის ცალკე ვერსია, რომელშიც შესაძლებელია ახალი ფუნქციების დამატება, ისე, რომ კოდის მთავარ ვერსიას (main branch) "არ ვეხებით".
git checkout -b <branch_name>
მაგალითად:
git checkout -b user-auth
- ფაილების ცვლილებების შემოწმება:
git status
- ყველა ცვლილების staging გარემოში დამატება:
git add .
- Commit-ის შექმნა:
git commit -m "Add user login"
- ცვლილებების ატვირთვა:
git push origin <branch_name>
Pull request ანუ feature-branch-ის ცვლილებების მთავარ კოდში დამატების მოთხოვნა
- გადადით თქვენს fork-ზე GitHub-ზე.
- დააჭირეთ "Compare & pull request".
- აირჩიეთ
dev
როგორც base branch. - მეორე მხარეს აირჩიეთ თქვენი დავალების branch.
- დაამატეთ სათაური და აღწერა.
- დააჭირეთ "Create pull request".
Merge Conflict ხდება მაშინ, როცა ორი branch-ში ერთი და იგივე ფაილის ერთი და იგივე ხაზზე განსხვავებული ცვლილებებია გაკეთებული.
თუ Git გვატყობინებს, რომ კონფლიქტი მოხდა, შევამოწმოთ ფაილები:
git status
Merge Conflict-ის ხაზის მაგალითი:
<<<<<<< HEAD
ჩემი ცვლილება
=======
სხვა branch-ის ცვლილება
>>>>>>> upstream/dev
- გახსენით ფაილი რედაქტორში და გადაწყვიტეთ, რომელი ცვლილება დატოვოთ.
- წაშალეთ
<<<<<<<
,=======
და>>>>>>>
სიმბოლოები. - შეინახეთ ფაილი და შემდეგ გაუშვით:
git add <conflicted_file> git commit -m "Resolved merge conflict"
- ატვირთეთ გამოსწორებული ფაილი:
git push origin <branch_name>
ამაზე მარტივი იქნება VSCode-ის merge editor-ის გამოყენება:
აქ აირჩიეთ ზემოთ მითითებული მოქმედებები (Accept current change/Accept incoming change/Accept both changes/Compare changes)
ამ პროცესის შემდეგ, თქვენი branch-ის ცვლილებები მზად იქნება გადასახედად upstream/dev
-ში PR-ის საშუალებით.